მთავარი

TRUSTING  S.P.A - სამუხრუჭე სისტემების და სამუხრუჭე პროდუქციის მწარმოებელი ყველაზე მსხვილი იტალიური კომპანიაა.

საქართველოს ბაზარზე  TRUSTING S.P.A-ს პროდუქციას, ოფიციალური დილერი, კომპანია „დიპო გრუპი“ წარმოადგენს, რომელიც უკვე ერთი წელია  საქართველოში TRUSTING-ის ბრენდის სამუხრუჭე ხუნდების იმპორტს ახორციელებს.

კომპანია „დიპო გრუპის“ მიზანია უზრუნველყოს მომხმარებელი სამუხრუჭე სისტემებით, სამუხრუჭე პროდუქციით  და ავტო სერვისით, რომელიც თავის თავში უმაღლეს ხარისხსა და საუკეთესო ფასს მოიცავს.

ცნობილი მსოფლიო ბრენდებისგან განსხვავებით, (რომელთა საწარმოები გაფანტულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ჩინეთში, თურქეთში, ახლო აღმოსავლეთში სადაც შედარებით ნაკლებია ხარისხის კონტროლი და საიდანაც ძირითადად მარაგდება საქართველოს ბაზარი) TRUSTING-ის სამუხრუჭე სისტემები და სამუხრუჭე ხუნდები, მხოლოდ იტალიაში, TRUSTING S.P.A-ს კუთვნილ ერთადერთ საწარმოში მზადდება. ევროპის, აშშ-ს და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მსგავსად საქართველოშო იდენტური უმაღლესი ხარისხის, TRUSTING-ის ორიგინალი იტალიური სამუხრუჭე ხუნდების იმპორტი ხორციელდება.

TRUSTING  S.P.A-ს სათაო ოფისი და საწარო მდებარეობს ბორგო  სან ლორენცოში (ფლორენცია, იტალია).

TRUSTING - ეს არის უმაღლესი ორიგინალი იტალიური ხარისხი, საუკეთესო ფასად!  

 

 

გაითვალისწინეთ:

ცნობილი ევროპული ბრენდების ევროპული ან უმეტეს შემთხვევაში აზიური წარმოების სამუხრუჭე ხუნდების საბაზრო ღირებულება 120-140 ლარია, როცა TRUSTING-ის ბრენდის იტალიური წარმოების ორიგინალი სამუხრუჭე ხუნდების საბაზრო ღირებულება 80 ლარია.

ინოვაციური ტექნოლოგიები და პრდუქციის შექმნისას გამოყენებული მასალების უმაღლესი ხარისხი, TRUSTING-ის ბრენდის სამუხრუჭე ხუნდებს განსაკუთრებულ, გამორჩეულ თვისებებს ანიჭებს:

  1. მყისიერი, სწრაფი და სანდო მუხრუჭი ნებისმიერი სისწრაფისას!
  2. მყისიერი, სწრაფი და სანდო მუხრუჭი ნებისმიერ კლიმატურ პირობებში!
  3. მყისიერი, სწრაფი  და სანდო მუხრუჭი მაღალ გადატვირთვებზე!
  4. მყისიერი და სწრაფი  მუხრუჭი ხმაურის გარეშე!
  5. მცირე სამუხრუჭე მანძილი!
  6. საყრდენი დისკის დაზიანებისგან დაცვა!
  7. სრული სამუხრუჭე თვისებების შენარჩუნება მაღალ ტემპერატურაზე!
  8. უმაღლესი ხარისხისა და ფასის საუკეთესო შეფარდება!

სწორედ ამ განსაკუთრებული მახასიათებლების გამო TRUSTING-ის ბრენდის სამუხრუჭე ხუნდები უკვე დიდი პოპულარობით და ნდობით სარგებლობს, როგორც რიგით, სტანდარტული სამოქალაქო ავტომობილების მფლობელებს, ასევე ავტოსპორცმენებს შორის.

გაითვალისწინეთ:

TRUSTING ბრენდის სამუხრუჭე ხუნდები მძღოლის და მგზავრების დაზღვეული და გარანტირებული  სრული უსაფრთხოებაა.

TRUSTING-ის ბრენდის  სამუხრუჭე ხუნდების შეძენა შესაძლებელია ქ,თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზ. №20,  მაღაზია „სტარტი“. ტელ: 2 30-73-13